img1


უკრაინას მინდა ვუსურვო, მშვიდობა, მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია - კალაძე

ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს, მე გამიჭირდება შევიდე დეტალებში და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა, პირველი, რაც ამ ქვეყანას მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, მტერს არ ვუსურვებ - ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჯარისკაცები, უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე, სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც მოიხდის სასჯელს, იქნება გათავისუფლებული“, - განაცხადა კალაძემ.