ყველას კარგად გვახსოვს ლევან ვსაძის განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.
2021 - წლის მაისში მოძრაობა "ერთობა რაობა იმედი" დააფუძნა.
მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მორგოშიას და ვასაძის გზები გაყოფილი.
ეს ხალხი ერთად აპირებდნენ ბრძოლას და (საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას), თუმცა სულრაღაც მოძრაობის დაფუძნებიდან ორ თვეში მათი გზები გაიყო.
ფართო საზოგადოებისთვის უცნობია სინამდვილეში რა გახდა ამის მიზეზი.
ყველას კარგად გვახსოვს ალექსანდრე დუგინი, რომელიც ლევან ვასაძის ახლო მეგობარი გახლავთ და სწორედ მან გააცნო დუგინი მორგოშიას და ალტ - ინფოს წამყვანებს, რომლებსაც ხშირად ჰყავდათ ეთერში და თავად ვასაძისთვისაც ღია იყო ალტ - ინფოს კარი.
დღეს, ეს ხალხი ერთმანეთს სათოფეზე აღარ ეკარება.
ამის მთავარი მიზეზი კი მორგოშიას და ვასაძის დაპირისპირებაა, რომელიც სულაც არ ეხება პოლიტიკურ საკითხებს და ამ ხალხმა სინამშვილეში სამშენებლო ბიზნესში ვერ გაიყვეს რაღაცეები. "ამაზე მოგვიანებით"
ლევან ვასაძე ასევე წინააღმდეგი იყო 5 - ივლისის იმგვარი სცენარით წარმართვის როგორსაც ამას სოსო გოგაშვილის აგენტი მორგოშია ითხოვდა.
უთანხმოება მათ შორის კიდევ უფრო გამწვავდა და მოგვიანებით მორგოშიას მოთხოვნა გიორგი ქარდავა "ერი და სახელმწიფოს" გენერალურ მდივნად დაენიშნა ლევანმა საბოლოო უგუნებელჰყო.
როგორც სჩან ვასაძის თვალში მორგოშია სულუფრო კარგავდა ნდობას და ავტორიტეტს.
ჩემთან საუბარში მორგოშიას არა ერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ლევან ვასაძე მოღალატე ნაძირალაა, რომელმაც გაყიდა ეროვნული ფლანგი და უარი თქვა 5 - ივლისის პროცესებში მონაწილეობაში.
ჩემი ინფორმაციით კი ლევანს უკვე გაგებული ჰქონდა მორგოშიას და სოსო გოგაშვილის კავშირის შესახებ და თავი შეიკავა.
დღეს ლევან ვასაძე ამტკიცებს, რომ მათშორის არავითარი დაპირისპირება არ არის, თუმცა ერთმანეთს ორი (ეროვნული ლიდერი) აღარ ეკარება.
რა თქმა უნდა თავის მხრივ არც ალტ - ინფო უთმობს ეთერს ლევანს და შესაბამისად ლევანიც კულუარებში ირწმუნება, რომ მორგოშიას მსგავს თაღლითებთან საქმეს აღარ დაიჭერს.
Publicist.ge - დაპირისპირების სხვა დეტალებსაც არკვევს და შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ.
სამწუხაროდ ეროვნული იდეოლოგია და კონსერვატიზმი ამ ხალხისთვის თავშესაფრად იქცა.
დღეს კი უკანასკნელი თაღლითები ჯვარს ამოფარებულნი ირწმუნებიან, რომ ქართველი კონსერვატორები არიან.
სინამდვილეში კი თურმე მათზე ვერაგი მტერი არ ჰყოლია ჩვენს ეკლესიას.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25