ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი მოსკოვში პირველად ჩავიდა. როგორც ტელეგრამის არხი Mash იუწყება, ის 1 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში შენიშნეს, როდესაც თურქეთის ავიახაზების რეისი რუსეთის დედაქალაქისკენ რეისს ასრულებდა.
ტელეგრამ არხის თანახმად, Fox News-ის ყოფილი ჰედლაინერი უსაფრთხოდ მივიდა ვნუკოვოს აეროპორტში, მიუხედავად იმისა, რომ რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. ამერიკელი ჟურნალისტი უკვე სამი დღეა მოსკოვში იმყოფება, 3 თებერვალს კი ბოლშოის თეატრის ბალეტს „სპარტაკი“ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერას აპირებდა. უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ვიზიტი კარლსონის ზაფხულის გეგმებს.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25