Gen Z-ის თითქმის 30% თავს LGBTQ-ს მიაკუთვნებს
Public Religion Research Institute-ის კვლევის მონაცემები თაობათა მიხედვით:
• თაობა ზეტი 28%
• მილენიალები 16%
• თაობა იქსი 7%
• ბეიბი ბუმერები 4%
• თავს იკავებს პასუხისგან 3%
აი რა შედეგი მოაქვს წაყრუების და შეგუების მიდგომას - გაიარონ მერე რა მოხდა…? 21-ე საუკუნუეა… რეკლამით გაგიგია ორიენტაცია შეეცვალოს ვინმეს…? ვაიმე რა სიბნელეა….?! და ა.შ.
ამ კვლევაში და ციფრებშია პასუხი!
ეს უმძიმესი შედეგი მოიტანა LGBT პროპაგანდამ! ჯერ ნორმალიზებამ, შემდეგ თავს მოხვევამ, შემდეგ დაძალებამ, შემდეგ ასეთი ადამიანებისთვის პრივილეგიების მინიჭებამ… ახალი თაობიდან თითქმის ყოველი მესამე თავს LGBT-ს მიაკუთვნებს!!!
ეს ციფრები იზრდება… საგანგაშო ვითარებაა აშშ-სა და ევროპაში! ვოუკიზმი და ლიბერალიზმის უმახინჯესი ფორმები უპირისპირდება ბუნებას და ანგრევს კაცობრიობას! დასავლეთში უკვე ფესვი მყარადაა გადგმული, ახლა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება… მადლობა ღმერთს, მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიფხიზლის და სიმტკიცის გამო ძალიან უჭირთ ჩვენ ქვეყანაში სასურველი შედეგის მიღწევა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ გაჩერდება და თუ ასე გაგრძელდა, რომ მივუშვით ჩვენ შვილებთან სკოლებსა და უნივერსიტეტებში, თუ მივუშვით მედიაში, თუ არ ავკრძალეთ პროპაგანდა, აგერ ჩვენ თვალწინ არის ეს უმძიმესი მონაცემები….
დასავლეთს რა ეშველება არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პრევენციის შანსი
და ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენ შვილებს!!!
წერს ვატო შაქარიშვილი
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25