img1


ვატო შაქარიშვილი : 2006 წლის 28 იანვარს, ხელისუფლებაში მოკალათებულმა, შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ბანდამ, არნახული სისასტიკით აწამა და მოკლა უდანაშაულო სანდრო გირგვლიანი

2006 წლის 28 იანვარს, ხელისუფლებაში მოკალათებულმა, შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ბანდამ, არნახული სისასტიკით აწამა და მოკლა უდანაშაულო სანდრო გირგვლიანი…

ძალოვანი სტრუქტურების უმაღლეს თანამდებობებზე მოხვედრილმა უბიოგრაფიო, უღირსებო, მხდალმა არარაობებმა პოლიციელები მიუქსიეს ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც უბრალოდ თვალში არ მოუვიდათ და ჯალათებს მისი სამაგალითო დასჯა დაავალეს. დუჟმორეული ხელმძღვანელობის საამებლად ამ მანიაკებმა გაუგონარი მეთოდებით აწამეს და მოკლეს სანდრო… დღევანდელ ახალგაზრდობას, ალბათ ლეგენდა ეგონება ან ფილმის სცენარი, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულია… რეალობაა ის ფაქტიც, რომ შემდეგ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უკლებლივ ყველა შტო და მიტაცებული მედია შეთანხმებულად ამუშავდა ამ საზარელი დანაშაულის დასაფარად! სწორედ ამან განაპირობა 2011 წელს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, შეფასების უპრეცედენტო ფორმულირება - "სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო…” 

ამ უზარმაზარი ბოროტების მანქანის პირისპირ აღმოჩნდა სანდროს დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც ყოველთვის დარჩება სიმართლისთვის შეუპოვარი ბრძოლის, დედობის და ადამიანობის სიმბოლოდ… ეს შეუდრეკელი ქალიც მოკლეს… შეეწირა სხვისი შევილების გადარჩენისთვის ბრძოლას… ჩვენ გვწამდა, რომ მას შემდეგაც ირინა იყო ყველგან, სადაც სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ სიტყვა ითქმოდა და ხალხი იკრიბებოდა… პროცესი ხანგრძლივი გამოდგა, მაგრამ სიმართლემ მაინც გაიმარჯვა… ქართველი ხალხის მტანჯველი ძალა ხელისუფლებას ჩამოშორდა… თუმცა, ყოფნით უტიფრობა და ისევ იღწვიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ისევ უჭერენ მხარს ის ძალები, ვინც ამ წარმოუდგენელი მასშტაბის დანაშაულის ჩამდენი ხელიაუფლება “დემოკრატიის შუქურად” გამოაცხადა… ისევ ჩვენს გარშემო არიან - მედიაში, ბიზნესში, პოლიტიკაში ის ადამიანები, ვინც მაშინ აპრავებდა, ხმას არ იღებდა ან მეტიც, გემოს ატანდა იმის ყურებას თუ, როგორ ჩაგრავდნენ უდანაშაულო ადამიანებს მათ გარშემო… ამიტომ, ჩვენი ვალია არ დავივიწყოთ, მეტი ვილაპარაკოთ, ფილმები/სატელევიზიო სიუჟეტები გავაკეთოთ, მუდმივად შევახსენოთ განსაკუთრებით ახალ თაობას, რომ ეს სისასტიკე ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობა იყო სამწუხაროდ მთელი 9 წლის განმავლობაში…

ამიტომ ირინას სულთან, ბატონ გურამთან, მათ ოჯახთან ბოდიშის მოხდით ვდებ გამწარებული ირინა ენუქიძის ამ ჩანაწერს…

ყველა დედამ უნდა ნახოს და ახსოვდეს, რომ აღარასოდეს დაუშვან ამ ყველაფრის ჩამდენების და გამპრავებლების ხელისუფლებაში დაბრუნება!!! - წერს ვატო შაქარიშვილი