ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე ჯერკიდევ 90 - იან წლებში გაიაზრა, არავინ იცის ზუსტი ციფრები მისი ქველმოქმედების.
ყველაზე დიდი ქველმოქმედება კი 2011 - წელს მის მიერ პოლიტიკაში შემოსვლა გახლდათ, ამას თავადაც შესანიშნავად აცნობიერებს, იმ პირად რისკებთან ერთად, რომელიც პოლიტიკური განაცხადის გაკეთების შემდეგ სასწორის ერთ პინაზე დადო.
ყოველ შემდეგ წელს კი ეს რისკები მისთვის არა თუ მცირდებოდა არამედ სულუფრო იზრდებოდა და დღეს, როცა მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუქა იცვლება და ზე-სახელმწიფოთა ჭიდილში წარმოქმნილმა ქარიშხალმა საქართველომდეც მოაღწია ივანიშვილისთვის საკითხი სულ სხვაგვარად დადგა.
ერთ მხარეს საქართველო და ქართველი ხალხია, მეორეზე კი მისი პირადი კაპიტალი, რომელიც "კოლექტიურ დასავლეთში ფესვებგადგმულმა ომის პარტიებმა მიზანში ამოიღეს."
რა თქმა უნდა იყო პირდაპირი შეთავაზება გადაებიჯებინა ქვეყნის ინტერესებისთვის, ზელენსკის მსგავსად გადაეხურდავებინა პოლიტიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებაში, ჩაელაგებინა ჩანთები და თავისთვის სასურველ ნებისმიერ
ქვეყანაში არხეინად ეცხოვრა.
თუმცა როგორც დასაწყისში ავღნიშნე ეს კაცი ბოლომდე აცნობიერებს საკუთარ როლს, პასუხისმგებლობას და საქართველო მისთვის ჩვენი "ოპო-ლიდერებისგან" განსხვავებით არა სახელმწიფო არამედ სამშობლოა და მასზე უკეთ იმ კონკრეტულ მომენტში ალბათ არავინ იცოდა თუ რა სჭირდებოდა თავის სამშობლოს.
ასე, რომ 33 - წლიან "ევრო-ამერიკულ" ჰეგემონიას და საქართვრლოს კოლონიზაციის მცდელობას ერთმა კაცმა საკუთარი ოჯახის რისკის ხარჯზე დაუპირისპირდა, ამით კი ზემოთაღნიშნულ კარს მომდგარ ქარიშხალს გადაარჩინა ქვეყანა.
ირაკლი ჯანყარაშვილი| publicist.ge
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25