რომ მძინარე ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის ყოველი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით დღე, არც ჟამი, როდესაც მოვა ძე კაცისა“.
ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ ჩვენი ზეციური სიძის სასუფეველში და ვეღირსოთ მისგან მარადიულ სიკეთეებს, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა.
მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც ბრძანდება წმინდა ნინოს სამოციქულო მსახურების გამგრძელებელი საქართველოში და მისი წინამძღოლობით მოხდა ჩვენი ერის ახალი მოქცევა სარწმუნოებაზე, რისთვისაც ჩვენ მას ვმადლობთ დიდად და ვუსურვებთ მრავალჟამიერ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ნინოს ლოცვით, უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ”, - განაცხადა მან
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25