img1


"სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფი ამერიკა"

ამერიკის 25 შტატის გუბერნატორი ჯო ბაიდენს მექსიკა აშშ-ს საზღვრის დაუცველობაში ადანაშაულებს, ამრიგად 

25 - შტატის გუბერნატორი მხარს უჭერს ტეხასის შტატის ხელმძღვანელობას.

 

კონკრეტულად ვინ დაიკავა აჯანყებულების მხარე? და რა ძალები ჰყავთ მათ, თუ საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდა - რაც ახალ ამერიკის სამოქალაქო ომს მნიშნავს...

 

2024 წლის 22 იანვარს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და ტეხასისა და მექსიკის საზღვარზე მდებარე მავთულხლართების მოხსნას მხარი დაუჭირა.  

საპასუხოდ კი ტეხასის ეროვნულმა გვარდიამ გამყოფი ზოლის მშენებლობა კიდევ უფრო ინტენსიურად განაგრძო. გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გააგრძელებს მექსიკასთან საზღვრის დაცვას.

 

დონალდ ტრამპმა თავის მხრივ ტეხასის შტატის მცხოვრებლებს მხარდაჭერა აღუთქვა და დახმარებას შეპირდა მიგრანტებთან ბრძოლაში.

დონალდ ტრამპმა ტეხასის მხადაჭერისკენ სხვა შტატის გუბერნატორებსაც მოუწოდა და შესაბამისი პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელს 25 - შტატის გუბერნატორი აწერს. 

 

„პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ დატოვა ამერიკელები და ჩვენი ქვეყანა სრულიად დაუცველი სამხრეთ საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის უპრეცედენტო ნაკადის ფონზე. „კანონის უზენაესობის დაცვისა და ჩვენი საზღვრების დაცვის ნაცვლად, ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმართა და უჩივლა ტეხასს იმისთვის, რომ მიიღო ზომები ამერიკელი მოქალაქეების არალეგალური ემიგრანტების, სასიკვდილო ნარკოტიკებისა და ტერორისტების ისტორიული დონისგან დასაცავად“, - ნათქვამია მათ კოლექტიურ განცხადებაში.

 

არსებითად, აშშ სამოქალაქო ომისკენ მიდის. მაგრამ ტეხასი კი გარკვეულწილად, დონბასია შეერთებული შტატებისთვის.

საუკუნენახევარია, ტეხასი არის სახელმწიფო სახელმწიფოში. თავისი მსოფლმხედველობითა და ტრადიციებით. ახლა კი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.

 

 ვინ დაუჭირა მხარი ტეხასს?

 

გუბერნატორი ქეი აივი (ალაბამა), გუბერნატორი მაიკ დანლივი (ალასკა), გუბერნატორი სარა სანდერსი (არიზონა), გუბერნატორი რონ დე სანტისი (ფლორიდა), 

გუბერნატორი ბრაიან კემპი (ჯორჯია), გუბერნატორი ბრედ ლიტლი (აიდაჰო), გუბერნატორი ერიკ ჰოლკომბი (ინდიანა), გუბერნატორი კიმ რეინოლდსი (აიოვა), გუბერნატორი ჯეფ ლენდრი (ლუიზიანა), გუბერნატორი ტეიტ რივზი (მისსიპი), გუბერნატორი მაიკ პარსონი (მისური), გუბერნატორი გრეგ ჯანფორტე (მონტანა), გუბერნატორი ჯიმ პილენი (ჩრდილოეთ კაროლინა), 

გუბერნატორი ჯო ლომბარდო ნევადის გუბერნატორი კრის სუნუნუ (ნიუ ჰემფშირი), გუბერნატორი დუგ ბურგუმი (ჩრდილოეთ დაკოტა), 

გუბერნატორი მაიკ დიუაინი (ოჰაიო), გუბერნატორი კევინ სტიტი (ოკლაჰომა), გუბერნატორი ჰენრი მაკმასტერი (სამხრეთ კაროლინა), 

გუბერნატორი კრისტი ნოემი (სამხრეთ დაკოტა), 

გუბერნატორი ბილ ლი (ტენესი), გუბერნატორი სპენსერ კოქსი (იუტა), გუბერნატორი გლენ იანგკინი (ვირჯინია), გუბერნატორი ჯიმ ჯასტისი (ვაშინგტონი) და გუბერნატორი მარკ გორდონი (ვირჯინია)

 

            ირაკლი ჯანყარაშვილი