აშშ დაშლის საფრთხის წინაშეა!
საზღვრების მოშლა და უკონტროლო მიგრაცია უკვე დიდი ხანია ამერიკის შიდა პოლიტიკაში ძირითადი საკითხია. ყველაზე მეტად აღნიშნული პრობლემა აშშ-ის სამხრეთში მდებარე შტატ, ტეხასს ეხება. გამომდინარე იქედან, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს ქვეყნის საზღვრების გაკონტროლებისათვის, ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა, რომ ტეხასს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და მისი გადაწყვეტილებით საზღვარზე დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი. შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა უზენაესმა სასამართლომ და ფედერალურ აგენტებს მავთულხლართების დემონტაჟის უფლება მისცა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უთანხმოება ცენტრალურ და შტატის მთავრობებს შორის.
ამ ფონზე, გაძლერდნენ ტეხასის დამოუკიდებლობის მსურველი სამოქალაქო ჯგუფები და ფართოდ განიხილება შეერთებული შტატებიდან გასვლის საკითხი. პროცესს უკვე ეწოდა “ტექსიტი.”
ტეხასს მხარს უჭერენ სხვა შტატები, 25-მა გუბერნატორმა ერთობლივი წერილი გაავრცელა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ტეხასს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი საზღვრები უკანონო მიგრანტებისგან.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს ყველაზე დიდი კონფლიქტია ფედერალურ ხელისუფლებასა და შტატებს შორის. სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი ადამიანი წერს ამერიკაში სამოქალაქო ომის რეალურ საფრთხეზე.
- წერს ვატო შაქარიშვილი
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25