img1


ვატო შაქარიშვილი ევრო(ს)კავშირიდან მომავალი სიყალბის კასკადი გრძელდება

გამოქვეყნდა “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი 2023,” რომლის მიხედვითაც საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება. ისეთი აბსურდულია დოკუმენტი, რომ სერიოზულად განხილვაც კი შეუძლებელია. ცხადია ფაქტების და რეალური მონაცემების ნაცვლად ის ეფუძნება საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელის, ნაც-ლიბერალური ენჯეოების ანგაჟირებულ შეფასებებს. დასკვნის თავშივე წერია მათი ქართული სახელები და გვარები, სხვა ქართული ხომ არაფერი აქვთ ამ ადამიანებს. საკუთარ ქვეყანაზე “დანოსებს” წერენ, ტყუილებს აბრალებენ, წინსვლის გზაზე ფეხს უდებენ და ზურგში დანას ურტყამენ… ეს იგივე ხალხხია, ვინც საკუთარი ჯიბის დასაცავად, პატრონების დავალებით ამერიკული კანონი რუსულად მონათლა. ამ ხალხს ვიცნობთ, მათი მტრული საქმიანობა უცხო არ არის და აღარც ევროკავშირის ფარისევლობა და აბსურდები გვაკვირვებს. ჯერ იყო და სამარცხვინო რეზოლუციები მიიღეს - სისხლიანი დამნაშავე სააკაშვილი მსხვერპლად გამოაცხადეს, ივანიშვილი კი, შურისმაძიებლად… უსამართლობა გრძელდება და ახლა უნდათ ისეთი სიყალბე გაასაღონ, რომლის მიხედვითაც ომში მყოფი უკრაინა, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში საქართველოს უსწრებს. უკრაინა, რომლის ერთი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული, ხოლო დარჩენილი ნაწილი კორუფციაშია გახრწნილი, რომელშიც არჩევნები გააუქმეს, პარტიები აკრძალეს და ტელევიზიები დაკეტეს… უკრაინა თუ რამეში გვისწრებს ეს მსხვერპლი და ნგრევაა, რისი ნახვაც ასე ძალიან სურდათ საქართველოში. ვერ მიიღეს, ვერც სუვერენიტეტი დაგვათმობინეს და კანდიდატის სტატუსის არ მოცემის შანსიც არ დარჩათ. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო ახალი ანტიქართული კამპანია წამოიწყეს - გამოქვეყნდა “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” ინდექსი და მას მოჰყვა დაკვეთილი სტატია გამოცემა “პოლიტიკოში," უკვე გაცვეთილი ფრაზებით.... როგორი ფიასკოთიც დასრულდა სხვა ასეთი კამპანიები, ისეთივე კრახით დასრულდება აღნიშნულიც!!!

- წერს ვატო შაქარიშვილი