ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CBS არხთან ინტერვიუში გააკეთა, რომლის ტექსტი დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს შტატებთან ურთიერთობები არ გაუფუჭებია. "ჩვენ არ ვაპირებთ ავიღოთ ინიციატივა და ვირბინოთ ვაშინგტონში პატიების სათხოვნელად და ვთქვათ, რომ ცუდად მოვიქეცით. ჩვენ არაფერი გვაქვს პტიების სათხოვნელი", - აღნიშნა დიპლომატმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში ახლო აღმოსავლეთის შესახებ და შეხვედრაში უკრაინასთან დაკავშირებით.
მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში უარესდება დაუსჯელობისა და უპირატესობის კომპლექსები. შეერთებულმა შტატებმა „იგნორირება გაუკეთა პუტინის, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, კეთილგანწყობის უზარმაზარ გამოვლინებებს“. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს ადანაშაულებენ სხვა ქვეყნებზე თავდასხმების მომზადებაში და უკრაინის დასახმარებლად „ფულის გამოძალვაში“.
2026-05-07
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01