- " ვალში ვართ ამ კაცთან თავისი უზომოდ დიდი ქველმოქმედების გამო.
ვალში ვართ, იმ მოთმინებისთვის, რომელსაც დღეს ის იჩენს და იმისთვის, რომ ირგვლივ ამდენი მოღალატის მიუხედავად ფარ-ხმალს არ ყრის და 2008 - წელს "ნაცმოძრაობის ლიდერების მსგავსად ჩანთებს არ ალაგებს და არ გარბის. "
- " მიუხედავად არა ერთი ზურგში ჩარტყმული დანისა და დაუმსახურებელი ზურგშექცევისა ის მაინც მყარად დგას ფეხზე! "
- " გსაგებია, რომ მმართველი გუნდის გარკვეული წევრების და მითუფრო რეგიონული ლიდერების მისამართით არსებობს კითხვები, სრულიად სამართლიანი და ამ კითხვებს თავისუფლად ვსვამთ.
მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფერი ეკეთებინა რეგიონებში არსებული დაპირისპირებების, სამინისტროებში საკადრო პოლიტიკის სიღრმეებში ჩახედვის და არა ერთი დავის განხილვის გარდა.
რას მივიღებდით ? მაშინ ვინ ითამაშებდა გლობალურ არენაზე ? ვინ იმოღვაწევებდა მშვიდობის შესანარჩუნებლად ?!
ვინ გადაჭრიდა იმ საერთაშორისო დონის პრობლემებს რომლის მოუგვარებლობაც ქვეყნისთვის დამღუპველ სცენარამდე მისვლას ნიშნავდა ?!
ამ პრობლემების გადაჭრის და საერთაშორისო თუ რეგიონულ დონეზე სწორად ლავირების გამო აქვს დღეს ივანიშვილს არა ოფიციალური სანქციები.
საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების და კავკასიაში მღელვარების ტემპერატურის მინიმუმადე დაყვანის გამო, ერთ კაცსს მთელი დასავლეთი ერთად დაესხა თავს.
არ დარჩა არც ერთი გლობალური ომის პარტია თუ მასთან დაკავშირებული "წვრილ - მსხვილი" აქტორი, რომელიც არ დაუპირისპირდა ივანიშვილს.
მიუხდევად ყველაფრისა კი ბიძინა ივანიშვილის პოზიციები იმაზე მყარია ვიდრე ამას ისურვებდა ჩვენი ქვეყნის მტრები!
- ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-05-07
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01