img1


ირანის საელჩო - ომისა და ტანჯვის 100 დღე! შეწყვიტეთ პალესტინელთა გენოციდი და პალესტინის ოკუპაცია!

ირანის საელჩო - ომისა და ტანჯვის 100 დღე! შეწყვიტეთ პალესტინელთა გენოციდი და პალესტინის ოკუპაცია! 

 

სრულდება ასი დღე ისრაელის რეჟიმის მიერ ღაზას წინააღმდეგ წარმოებული შემაძრწუნებული ომისა, ვდგავართ პალესტინელთა გვერდით, რომლებიც ენით უთქმელ ტანჯვას განიცდიან. მსოფლიომ ამ ტრაგედიის წინაშე თვალები არ უნდა დახუჭოს. 

 

დღეს მოვიგონოთ 24000 ჩაფერფლილი სიცოცხლე, მათ შორის ათასობით ქალისა და ბავშვისა, რომლებიც სიონისტთა თავდასხმას შეეწირნენ. საერთაშორისო თანამეგობრობამ სისასტიკის შესაჩერებლად და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. 

 

ღაზას სექტორის კრიზისის მეასე დღე ხაზს უსვამს საერთაშორისო ჩარევის გადაუდებელ აუცილებლობას. მსოფლიოს მასშტაბით პალესტინელთა დამცველებს და ლიდერებს მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ აიმაღლონ ხმა ისრაელის რეჟიმის წინააღმდეგ და მოითხოვონ სამართლიანობა ღაზაში მცხოვრებთათვის. 

 

ღაზას კრიზისის მეასე დღეს, როგორც არასდროს, იკვეთება ოკუპაციის დასრულების აუცილებლობა. სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის აუცილებელია ძირეულ მიზეზთა მოგვარება და პალესტინელი ხალხის უფლებებისა და ღირსების გარანტირება. 

 

მივესალმებით სამხრეთ აფრიკის ინიციატივას, რათა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ისრაელის რეჟიმი საერთაშორისო სასამართლოში გასამართლდეს. დადგა ჟამი, მსოფლიოს ხალხებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდონ და იბრძოლონ მომავლისთვის, რომელშიც აღიკვეთება მსგავსი დანაშაულები.

 #iran #Gaza_Genocide #gaza_under_attack