img1


დღეს ეს "ლურჯ ტრუსიკიანი" კახა კალაძის გინებას აორგანიზებს

- " შობა თენდება და ლაშა შარუხია პატიმრობაში ხვდება შობას, დარწმუნებული ვარ როგორ მძიმედ განიცდის მისი ოჯახი ამ ფაქტს, თავისუფლებას ვუსურვებ ლაშას...

 

ახლა კი სხვა ფაქტზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება!

 

მოკლედ, ლაშამ ადმინისტრაციული შენობიდან ჩამოხსნა დროშა და თავდადება კონკრეტული ნაბიჯით დაამტკიცა, გააკეთა ის და ისე რისიც სწამდა და სჯეროდა!

 

ამ დროს კი, ალტ - ინფოს ორმა ლიდერმა ფორმალურად მოიხადეს ვალი, ტვ - პირველთან ერთად სპექტაკლი დადგეს და თავიანთ გზას გაუყვეს!

 

მესამემ აგერ ლურჯ ელასტიკებში გამოგვეცხადა, კედელზე რაცხა მიახატა ფალოსიანი და დაგტროლეთო!!! რა დაგვტროლე ? ვინ დატროლე ? და რომ დატროლე ამით უშველე ლაშას ??? გაამხნევე მისი ოჯახი ? ბიჭმა თვეები დაკარგა ოთხ კედელში! 

და საპატრიარქოა მისი ბოლო იმედი, რომელსაც ისევ ამ ლურჯ ტრუსიკში გამოწყობილის დავალებით კომენტარებში შეუცვივდნენ და მამაბეს გინება დაუწყეს!!!

 

" დღეს ეს ლურჯ ტრუსიკიანი თავის ბიზნესებს ილაგებს, ხელისუფლებასთან ვაჭრობს, კახა კალაძის გინებას აორგანიზებს და ალაბთ ხვალ სხვასაც გადაწვდება, სალხში მშვიდად, თბილად ხვდება შობას და მისთვის ბალი ათიშაურია!!!

ეს "ლურჯ ტრუსიკიანი" 2 000 კვადრატულ სახლს იშნებს, ძვირადღირებული მანქანით და დაცვით დადის! ლაშას ოჯახს კიდევ რა უჭირს და რა სჭირდება ღმერთმა იცის! ასეა 5 - ივლისის ბიჭების ამბავიც, მათი შემართებით ნახევარი მილიონი მოხსნა, ოფისები დააღო და 3 თვეში ემიგრანტებს მიადგა ქვეყანა უნდა გადავარჩინო ჩამირიცხეთო! 5 ივლისის ბიჭები კიდევ ისევ სხედან და ღმერთმა უწყის რას ფიქრობენ, რას განიცდიან!

ზატო ლურჯ ტრუსიკიანი რემბო კედლებზე ფალოსებს ახატავს და ვიღაცეებს ტროლავს!!! "

 

                      ირაკლი ჯანყარაშვილი