img1


ტრამპი: ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა

ტრამპი: ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა. ამ რბოლაში მხოლოდ ერთი კანდიდატია, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ამერიკა ყველა კატასტროფისგან, რომელიც ბაიდენმა გააჩაღა მისი პრეზიდენტობის პირველი დღიდან. ვიცი, რომ ამ ქვეყანას საერთაშორისო დონეზე პატივს სცემდნენ. არ მინდა ვთქვა, რომ პატივს მცემდნენ, მაგრამ ამ ქვეყანას პატივს სცემდნენ, როცა მე სათავეში ვიყავი. ჩვენ პატივს ვცემდით ისე, როგორც არასდროს. მინდა ვთქვა, რომ არ იქნებოდა სიტუაცია უკრაინასთან, არ იქნებოდა შეტევა ისრაელზე, არ იქნებოდა ინფლაცია - არცერთი არ მოხდებოდა. ჩინეთს არ ექნებოდა ტაივანში შეჭრის სურვილი - და თქვენ იცით, რომ ისინი მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდებიან.

 თქვენი ხმებით ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ სამუშაო. და ჩვენ ნამდვილად გამოვჩნდებით უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რადგან თქვენ ხედავთ მიყენებულ ზიანს. არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია... იცით, მე ხშირად ვამბობ, რომ შეგეძლო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 10 ყველაზე ცუდი პრეზიდენტის აყვანა და ისინი ერთად არ მიაყენებდნე იმ ზინზე მეტ ზიანსვქვეყანას, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა. ის, რაც მან გააკეთა ამ ქვეყნისთვის, წარმოუდგენელია: ბაიდენის რეკორდი არის სისუსტის, არაკომპეტენტურობის, კორუფციისა და წარუმატებლობის განუწყვეტელი ზოლი. თორემ კარგად არის, არა?