img1


პოლონელმა ფერმერებმა და გადამზიდავებმა კვლავ დაიწყეს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება

პოლონელმა ფერმერებმა და გადამზიდავებმა კვლავ დაიწყეს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება. როგორც საინფორმაციო პორტალი RMF24 იტყობინება ხუთშაბათს, 4 იანვარს, საშობაო და საახალწლო არდადეგების დროს შეჩერებული პროტესტი ადგილობრივი დროით 8:00 საათიდან განახლდა. სხვა საკითხებთან ერთად, პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ სახელმწიფო სუბსიდიებს სიმინდის შესაძენად და საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკის შემსუბუქებას.