საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ისრაელს მოუწოდებს, თავიდან აიცილოს ესკალაცია, განსაკუთრებით, ლიბანში.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ყოველგვარი ესკალაციული განწყობის თავიდან აცილება, განსაკუთრებით, ლიბანში და რომ საფრანგეთი გააგრძელებს ამ გზავნილების გადაცემას ყველა მოთამაშისთვის, რომლებიც უშუალოდ თუ ირიბად ჩართულნი არიან ამ საკითხში“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.
2026-05-09
2026-05-09
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-07
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04