2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.
2020 წლის 4 იანვარს, აშშ - ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „სულეიმანის ტერორი დასრულდა. აშშ-ს არმიამ უნაკლო სიზუსტით განახორციელა დარტყმა, რომელმაც მოკლა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი. ყასემ სოლეიმანი. ის საშინელ, შეუჩერებელ თავდასხმებს ამზადებდა ამერიკელ დიპლომატებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე, მაგრამ ჩვენ გავანადგურეთ“.
აშშ - ს სპეცრაზმის მიერ ჩატარებული ეს ოპერაცია ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს, პირველი და ყველაზე მთავარი კითხვა რაც არსებობს ეს ირანელი გენერლის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი თუ აქტებია, რომელზეც ბატონი ტრამპი ხაზგასმითს საუბრობს.
არც დონალდ ტრამპს და არც პენტაგონს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის შესახებ თუ რომელ ტერორისტულ აქტში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ყასემ სულეიმანს ან თუნდაც რომლის ორგანიზატორი გახლდათ ის.
აშშ - ს პრეზიდენტი, რომელიც ოკეანის გაღმიდან თავს უფლებას აძლევს ახლო აღმოსავლეთის შიდა საქმეებში ჩაერიოს და ეს სახელმწიფო ირანის ირგვლივ ათეულობით სამხედრო ბაზას აშენებს თავად გახლავთ ტერორიზმის პირველი წამხალისებელი.
მაშინ ტრამპის ეს თავხედური, მტკიცებულებების გარეშე გაკეთებული განცხადება და ირანელი მაღალჩინოსნისთვის ტერორისტობის დაბრალება ურეაქციოდ დატოვა კოლექტიურმა დასავლეთმა, რომელიც თავად არის გამჭვირვალობის მომხრე.
იმ დასავლეთმა, რომელიც გამადიდებელი შუშით აკვირდება რუსეთის მოქმედებებს უკრანასა და სირიაში. ჩემთვის გენერალი ყასემ სულეიმანი თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის ბრძოლის და თავგანწირვის სიმბოლოა, რომელსაც მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზანი გააჩნდა, დაეცვა საკუთარი სამშობლო და რეგიონი ამერიკელი დამბყრობლებისგან, რომლებმაც მანამდე ერაყი, ავღანეთი, სირია გაძარცვეს და დაანგრიეს.
დამპყრობლებისგან, რომლებიც ირანს როგორც გლობალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ - ერთ ძალად აღიქვამს, რომლისთვისაც ირანის ტრადიციული ხასიათი და მებრძოლი ირანელი ერი რეგიონში მთავარ წინაღობას წარმოადგენს.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22