img1


როცა ქვეყანას ძალიან გაუჭირდა, მაშინ გამოჩნდა _2011 წელს. კიდევ რომ წაიფორხილა საქართველომ, მაშინაც შეეშველა

როცა ქვეყანას ძალიან გაუჭირდა, მაშინ გამოჩნდა _2011 წელს.

კიდევ რომ წაიფორხილა საქართველომ, მაშინაც შეეშველა.

ახლა რომ უმძიმესი შიდაპოლიტიკური ძვრები და ზეწოლებია გარედან და ქვეყნის შიგნიდან, ესეც ცხადია; 

ხოდა, ისევ მხარში ამოუდგა საქართველოს.

ახლა მისი იმედი იმასაც აქვს, ვისაც არაფრის იმედი არ აქვს, ანუ იმედგადაწურულებს,

ახლა მისი იმედი აქვთ მათაც, რომლებსაც მისი იმედი ყოველთვის ჰქონდათ.

ახლა მისი იმედი აქვთ პარტნიორ სახელმწიფოებსაც, რომლებსაც სტაბილური და მშვიდობიანი პოლიტიკური ველის მქონე საქართველო ურჩევნიათ.

ახლა მისი იმედი აქვთ მტრებსაც, რადგან იციან, რომ ღირსეული კაცი დგას მათ წინაშე და არა უკანალის მოთამაშე, ისეთი, როგორიც, მაგალითად, ერთი ფულით გაუმაძღარი ,,ცუციკა,, იყო _ხან უკრაინის სახელმწიფოს მეჩევლად რომ მოჰქონდა თავი, ხან ოდესის გუბერნატორად და ბოლოს, მაწვნის კონტეინერების გავლით ციხეში რომ ამოყო თავი და ვივამედში რომ წკმუტუნებს წუნკალი ძაღლივით. სხვათა შორის, მისი იმედი ამ ,,წუნკალასაც,, აქვს...

და მასთან ერთად,

ახლა მისი იმედი ე.წ. ოპოზიციასაც აქვს _შუა გაკრეფს, ამ გაკრეფილში, ეგება, ჩვენც მოვხვდეთ და პოლიტიკურ მინდორზე მაინც დავრჩეთ, მთლად არ გავქრეთ და გავნადგურდეთ, ხშირ_ხშირად მისი სახელის ხსენებით მაინც დავიმკვიდროთ თავიო.

მათი და მათნაირების მდაბიო ილუზიების რა მოგახსენოთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რომ დაბრუნდებოდა ამის შესახებ publucisti. Ge ადრეც გატყობინებდათ, რამდენიმე კვირით ადრე ვაუწყეთ ჩვენს მკითხველს:აწი ხშირად იხილავთ ბატონ ბიძინას-თქო.

ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლა ძალიან კარგის ნიშანია, მაგრამ გულ-ხელის დაკრეფას არ ნიშნავს.

ბრძოლები წინაა და ამ ბრძოლებს აუცილებლად მოვიგებთ ერთად, მტრების ჯინაზე...