img1


ვატო შაქარიშვილი - მართალია, ბრძოლის ეს ეტაპი გამარჯვებით დაასრულა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია

მართალია, ბრძოლის ეს ეტაპი გამარჯვებით დაასრულა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია, რაზეც საკუთარ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა აქცენტი - გართულებული გეოპოლიტიკური ვითარება და შესაბამისად გაზრდილი გამოწვევები.

დღეს, ის სჭირდება საქართველოს და როგორც ყოველთვის აქამდე, ივანიშვილი დგება იქ და იმ ფორმით, სადაც და როგორც ეს მის ქვეყანას სჭირდება.

ქართულ პოლიტიკაში ადამიანები შემოდიოდნენ და შემოდიან ფულის, ძალაუფლებისა და კომფორტისთვის, ბიძინა ივანიშვილი კი, უკვე მერამდენედ გამოდის საკუთარი კომფორტის ზონიდან, თავს საფრთხეში იგდებს და პოლიტიკაში ერთვება.

აღნიშნული ნაბიჯი, მისი მნიშვნელობით შეგვიძლია შევადაროთ 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის 9 წლიანი ტრაგედიიდან გამოყვანის პროცესს ჩაუყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, დღეს დაწყებული ახალი ეტაპიც საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვების მომტანი იქნება! - წერს ვატო შაქარიშვილი