„უკრაინა ამზადებს პროვოკაციას ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით, რათა დაადანაშაულოს რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებაში,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვას თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს პროვოკაციის მომზადებაში ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიასთან თანამშრომლობით, რომელიც სპეციალიზირებულია ქიმიური რეაგენტებისა და პრეკურსორების იმპორტში. მისივე თქმით, ამ კომპანიის მეშვეობით, 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ტრიეთანოლამინის მცირე პარტია და აზოტის შემცველი ნატრიუმის ნაერთი შეძენილი იქნა გერმანიაში მდებარე ამერიკული კომპანიისგან.
„ტრიეთანოლამინი შედის ბირთვული იარაღის აკრძალვის კონვენციის ქიმიურ დანართში და ექვემდებარება ყოველწლიურ დეკლარაციას. ეს ნაერთი არის ბლისტერული მოქმედების მქონე ტოქსიკური ნივთიერების, კერძოდ, აზოტის იპრიტის სინთეზის წინამორბედი. ნატრიუმის აზოტის ნაერთები ძალიან ტოქსიკურია და მათი დამაზიანებელი ეფექტი ციანიდის მსგავსია“, - განმარტა ზახაროვამ.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22