img1


ევროპა ცივ ზამთარს გაზისი გაზრდილი ფასით შეხვდება

ევროპამ ამ ზამთრის გაზის რეკორდული მარაგი დააგროვა. მაგრამ მისი ფასები ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი

 

ევროპული გაზის საწყობები სავსეა, იუწყება CNBC. 

ზამთრის ბოლომდე საკმარისი გაზი უნდა იყოს - თუ ზამთარი ძალიან ცივი არ აღმოჩნდება. თუმცა, არსებობს რამდენიმე პოტენციური პრობლემა:

 

ევროპაში გაზის ფასი, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა, მაინც ორჯერ მაღალია, ვიდრე ნორმალურ პირობებში უნდა ყოფილიყო. მომხმარებლები კვლავ "რეკორდულად მაღალი გადასახადების" წინაშე დგანან.

 

გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მძაფრდება: უკრაინის კრიზისს დაემატა არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, რამაც შესაძლოა გაზის ფასი კვლავ გაზარდოს.

 

ეს ორი ფაქტორი განაგრძობს ევროპიდან ინდუსტრიული წარმოების გამოდევნას.  

მართლაც, გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, ევროპაში გაზის ფასი დარჩება მაღალი და ძალიან არასტაბილური.