img1


ახალი საიმიგრაციო კანონის მიღებისა და ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პირველი კომენტარი გააკეთა:

„გასაგებია, რომ ეს კანონი გარკვეულ ადამიანებს აღელვებს და მე ეს მესმის. თქვენ შეიძლება, ისაუბროთ ღირებულებებზე, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ რეალობაზე. კანონი მთავრობის მიერ იყო დაწერილი, მაგრამ ეს არის კომპრომისის შედეგი. ეს არის ის, რაც ხალხს სურდა, როდესაც აგვირჩიეს და მოგვცეს უმრავლესობა. რა არჩევანი გვქონდა. უნდა გვეთქვა, რომ შევწყვეტთ და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ცუდი იდეაა? – არა. ჩვენ შევქმენით კომიტეტი, რომელიც კომპრომისზე მიდის. ეს ტექსტი ამ კომპრომისის შედეგია“, – განაცხადა მაკრონმა.