აშშ-ს ფინეთის 15 სამხედრო ობიექტთან წვდომა ექნება. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონსა და ჰელსინკის მიერ გაფორმებულ შეთანხმებაში, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ს წვდომა ექნება ყაზარმებზე, პოლიგონებსა და საწყობებზე. შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ფინეთის პარლამენტი დაამტკიცებს.
ცნობისთვის, მანამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთი აღადგენს ლენინგრადის სამხედრო ოლქს და მოახდენს სამხედრო შენაერთების გარკვეული რაოდენობის კონცენტრაციას.
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25