img1


კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას ერთსქესიანი წყვილების დალოცვის უფლება მიეცა

 

 

კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას ერთსქესიანი წყვილების დალოცვის უფლება მიეცა

რომის პაპი ფრანცისკე მეორე

 

13 წუთის წინ

უცხოეთი

 

კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას ჰომოსექსუალური წყვილების დალოცვის უფლება მიეცა. გადაწყვეტილება ვატიკანის რწმენის და მორალის სიწმინდის უწყებამ მიიღო, რომელსაც ამის ნებართვა რომის პაპმა ფრანცისკემ მისცა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

 

ამასთანავე, როგორც კარდინალმა ვიქტორ ფერნანდესმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონებას არ ნიშნავს, ეს არის ადამიანების დალოცვა, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. რაც შეეხება ქორწინებას, ის მხოლოდ კაცს და ქალს შორის შეიძლება იყოს. ეკლესიის დოქტრინის მიხედვით, სექსი დაშვებულია მხოლოდ ქორწინებაში კაცს და ქალს შორის და ეს არ შეცვლილა. ეკლესიაში ჯვრისწერა მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ წყვილებს შეუძლიათ. შესაბამისად, სასულიერო პირებმა, რომლებიც ერთსქესიან წყვილებს დალოცავენ, უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ეს არ გამოიყურებოდეს, როგორც ქორწინება.