img1


ბონდო მძინარაშვილი - აი, ამაზე დიდი სისულელე რაღა უნდა თქვას ადამიანმა?!

ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მაინც მოგვცესო!

 

აი, ამაზე დიდი სისულელე რაღა უნდა თქვას ადამიანმა?!

 

თქვე დუპლეტებო, ხელისუფლებას იმდენი ბერკეტი აქვს, ვერც წარმოიდგენთ!

 

თუმცა, მეც ვამბობ რა, ვითომ არ იცით!

 

რეალურად, ხელისუფლებამ ამ პროცესს ძალისხმევა არ დააკლო და თან იმ ფონზე, როცა ზოგიერთი მანქურთი ევროპელ პოლიტიკოსებს დაჟინებით სთხოვდა, კანდიდატის სტატუსი ახლა არ მოგვცეთ, თორემ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიცია პერსპექტივას დავკარგავთო!

 

ეს ჭორად გავრცელებული ინფორმაცია არ არის, თვითონ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაადასტურეს!

 

სამარცხვინო ოპოზიცია გვყავს, სამწუხაროდ!

 

ერთი წლის შემდეგ საქართველო პოზიციასაც გაიუმჯობესებს და უფრო წინ წავა, ეს მანქურთები კი ისევ გამოსხდებიან ტელეეთერებში და ისევ წყევლა-კრულვით მოიხსენიებენ ქართველ ხალხს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ვინ ვინაა ქართულ პოლიტიკაში! - წერს ბონდო მძინარაშვილი facebook - გვერდზე