img1


ხომ გინახავთ კბილდაკრეჭილი ვირი, ზუსტად იმას ჰგავდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობით ვითომდა გახარებული ნაციონალების თავკაცი ხაბეიშვილი

ხომ გინახავთ კბილდაკრეჭილი ვირი, ზუსტად იმას ჰგავდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობით ვითომდა გახარებული ნაციონალების თავკაცი ხაბეიშვილი. 

ვირის ჭკუის და საქციელის კაცს რომ ლიდერად დაიყენებენ, იმ ჯგუფის, თუნდაც პარტია დავარქვათ, წევრები სახედარზე უკეთესები იქნებიან? 

ვისაც პაწა აზრი მოეკითხებოდა, კი გაიქცა ქუდმოგლეჯილი ნაცმოძრაობიდან, მაგრამ ვისაც ხაბეს პოეზია და სიმღერები მოსწონს, გვერდში უდგანან და ,,კიდევ გოლი, კიდევ გოლიო,, ყროყინში გუნდურად ჰყვებიან კიდეც.

კეზერას მიეცა ნაცების ცოდვა, ხაბეიშვილი რომ პარტიის ლიდერად დააყენა. 

წარმოიდგინეთ, როგორ ეზიზღებოდა კეზერაშვილს სააკაშვილი, რომ ამ ფორმით გაანადგურა სააკაშვილის დაარსებული პარტია.

ერთმანეთის სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკური ჯგუფი და მთავრობა ჰქონდათ მაგ საცოდავებს და კი რჩებათ ოხრად, მაგრამ მე იმას ვფიქრობ, ხაბემ ამ ეტაპზე ბღავილი ხომ დაიწყო, მერე ტლინკები არ აჰყაროს და კეზერას ნაყიდი ფრანცუზკებიანი ჩლიქები თვით კეზერას არ მიარტყას ,,მორდაში,,

_ვირს აქვს ასეთი თვისება, ხანდახან პატრონსაც ერჩის...