img1


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურდა მონაწილეობა მიეღო "ცუდ გადაწყვეტილებაში" და ამიტომ დატოვა დარბაზი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურდა მონაწილეობა მიეღო "ცუდ გადაწყვეტილებაში" და ამიტომ დატოვა დარბაზი, სანამ ლიდერები გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. 

 

„ისინი 26 არიან და მე მარტო ვარ. მათ სურთ ამ გადაწყვეტილებით უკრაინას ომის გასაგრძელებლად საჭირო წახალისება მისცენ და მთხოვეს, რომ ამაში ხელი არ შემეშალა. მაგრამ მათი გადამწყვეტი არგუმენტი იყო ის, რომ უნგრეთი ამით არაფერს კარგავს. 

თუ ჩვენ არ გვსურს, რომ უკრაინა იყოს ევროკავშირის წევრი, მაშინ უნგრეთის პარლამენტს შეუძლია ამას მხარი არ დაუჭიროს და სანამ ეს საკითხი პარლამენტებამდე მივა, წინ ძალიან, ძალიან გრძელი პროცესია და როგორც მათ და ასევე მე გამოვთვალე, დაახლოებით 75 შემთხვევაა, როდესაც უნგრეთის მთავრობას შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი.  

მოგვიანებით ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ“, - განაცხადა ორბანმა.