„გაწევრიანების პროცესებში პროგრესს უნდა მივაღწიოთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„დაწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში.
ჩვენ ვფიქრობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ერთად შევიკრიბოთ და აქტიურად ვეცადოთ მივაღწიოთ ერთსულოვნებას “, – განაცხადა შოლცმა.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21