სლოვაკეთის პრემიერი-მინისტრის განცხადებით, სლოვაკეთმა შეწყვიტა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და მის განახლებას არ აპირებს, - ამის შესახებ რობერტ ფიცომ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას გადავცეთ გარკვეული აღჭურვილობა განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკის სფეროში, ბუნებრივი აირით. ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. არაფერს გავაგზავნით უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოს არმიის მარაგიდან.
ღიად განვაცხადე, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო გამოსავალი არსებობს. რეალურად, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივის დანაკლისი გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ევროკავშირის მხრიდან იქნება თუ NATO-ს მხრიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ომი კიდევ ათი წელი გაგრძელდება უშედეგოდ. ერთადერთი შედეგი იქნება ასობით ათასი მსხვერპლი კონფლიქტის ორივე მხარეს. ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო გამოსავალს“, – განაცხადა ფიცომ.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21