img1


ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შვიდი წინაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით, თუნდაც ევროკომისიის შეფასებით, შვიდიდან სამი არ არის შესრულებული - ორბანი

 „ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შვიდი წინაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით, თუნდაც ევროკომისიის შეფასებით, შვიდიდან სამი არ არის შესრულებული. ასე რომ, არ არის მოლაპარაკების მიზეზი უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით ახლა. წინაპირობები არ შექმნილა უნგრეთის მიერ, კომისიამ შექმნა შვიდი პუნქტი, რომელიც საჯაროა. წინაპირობა წინაპირობაა. შვიდი წინაპირობიდან სამი არ არის შესრულებული, ჩემი შეფასებით, მეტიც, მაგრამ სამი პუნქტიც საკმარისია, ვთქვათ, რომ ბიჭებო, თუ არ შეგისრულებიათ წინაპირობები, არ არის შანსი მოლაპარაკების დაწყებისთვის“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა."