img1


„სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ მითქვამს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს.

„სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ მითქვამს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს. 

 

კითხვაზე, "თქვენ უარი განაცხადეთ მის შეწყალებაზე" - სალომე ზურაბიშვილმა თქვა:  

 

„უარი არ განმიცხადებია... მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არამხოლოდ მან, შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა".