img1


"ზელენსკი პარტიზანული ომის საჭიროებაზე ალაპარაკდა"

უკრაინას მოუწევს 45 წელს გადაცილებული კაცების გაწვევა ჯარში და პარტიზანულ ომზე გადასვლა, თუ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ფინანსური და სამხედრო დახმარება შეწყდება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე.

 

 რესპუბლიკელი სენატორის რონ ჯონსონის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ რესურსების ნაკლებობის გამო კიევი იძულებული გახდება ამბოხებულების გამოყენებით არატრადიციულ ტაქტიკაზე გადავიდეს. ჯონსონმა ეს შეადარა იმას, რაც მოხდა ავღანეთსა და ერაყში, როდესაც აშშ შეიჭრა ამ ქვეყნებში.