img1


ბევრ რესპუბლიკელს მობეზრდა უკრაინელების გაჭიანურებული ბრძოლა ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ

ომი უკრაინაში — და ამერიკის მხარდაჭერა — არის უახლესი საკითხი,

რომელმაც კონკრესში არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა.

 

ბევრ რესპუბლიკელს მობეზრდა უკრაინელების გაჭიანურებული ბრძოლა ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.  

კონგრესმა უკრაინას 113 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ 

უკრაინაში.

 

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კიევი ვერ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას.

 

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დახმარების ახალ პაკეტს, პუტინს აძლევდნენ „ყველაზე დიდ საჩუქარს, როგორსაც ის ვერ წარმოიდგენდა."