img1


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი:ჩვენ გვჭირდება სტრატეგიის სწორი ფორმულირება, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას გაიმარჯვოს, მაგრამ პასუხები არასაკმარისი იყო

„ჩვენ გვჭირდება სტრატეგიის სწორი ფორმულირება, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას გაიმარჯვოს, მაგრამ პასუხები არასაკმარისი იყო: მათ ვერ წარმოადგინეს დეტალები, რომელიც ჩვენ ვთხოვეთ, პრაქტიკულად ჩემი სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ვთხოვთ პასუხებს. ბაიდენის ადმინისტრაცია მილიარდობით დოლარს ითხოვს პასუხების და გამარჯვების სტრატეგიის გარეშე, რომელზეც ვფიქრობ, რომ ამერიკელები იმსახურებენ იცოდნენ.  

პირველივე დღიდან ნათლად გავაგებინე, რომ ჩვენი პრიორიტეტი, ნებისმიერ ნაციონალური უსაფრთხოების დამატებითი პაკეტის განხილვისას - პირველ რიგში ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებაა. საზღვარზე აბსოლუტური კატასტროფა ხდება. ეს დღევანდელი თეთრი სახლის ადმინისტრაციის დამსახურებაა. მხოლოდ წინა კვირაში, ერთ დღეში 12 ათასი არალეგალური საზღვრის კვეთა დაფიქსირდა.“