img1


სამართალი არაა, თორემ დეკანოიძე ახლა ქალთა კოლონიიდან უნდა აკეთებდეს განცხადებებს, თუნდაც იმ ბრალდებისთვის, ამასწინათ რომ წამოაყრანტალა: საქართველოს ხელისუფლება რუსეთს იარაღს აწვდისო

ხატია დეკანოიძემ განაცხადა: კანდიდატის სტატუსის მიღება ,,ქართული ოცნების,, კი არა, ქართველი ხალხის დამსახურებააო და ხალხში, როგორც ჩანს, თავის თავს და მისნაირ პროვოკატორებს გულისხმობს.

სამართალი არაა, თორემ დეკანოიძე ახლა ქალთა კოლონიიდან უნდა აკეთებდეს განცხადებებს, თუნდაც იმ ბრალდებისთვის, ამასწინათ რომ წამოაყრანტალა: საქართველოს ხელისუფლება რუსეთს იარაღს აწვდისო.

ამ ე.წ. ოპოზიციას მგონი, ქვეცნობიერად, უყვარს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, თორემ ყველგან და ყველაფერში რატომ უნდა ეჩვენებოდეთ?

მსოფლიომ ქოლერა მოიშორა, ისპანკა, აგერ, ახლახან კორონა გადავაგორეთ, მაგრამ სააკაშვილების ოჯახის მოშორება არ იქნა. ჩვენი დღეები გადის სააკაშვილის დედის გათხოვება_გამოთხოვების თემით, მიშას ცოლების ორსულობის ან ახალშობილების, ანდა თავად მიშას ჯანმრთელობის ამბებით, როგორც ხედავთ, არ ისვენებს სააკაშვილების რძალი, მიშას ძმის დავით სააკაშვილის მეორე მეუღლე _ ხატია დეკანოიძეც.

ოო, დიდო, ზევსო, გვიხსენ ამ ავადმყოფი ოჯახისგან...