img1


ევროკავშირი განიხილავს უკრაინის გადაუდებელი დაფინანსების შესაძლებლობას უნგრეთის პოზიციის გამო ზოგადი ბიუჯეტის გვერდის ავლით, იუწყება Financial Times

ევროკავშირი განიხილავს უკრაინის გადაუდებელი დაფინანსების შესაძლებლობას უნგრეთის პოზიციის გამო ზოგადი ბიუჯეტის გვერდის ავლით, იუწყება Financial Times.

 

კიევი კი ამით არ არის კმაყოფილი. ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ თქვა, რომ თუ ევროკავშირი, იმის ნაცვლად, რომ უკრაინას 50 მილიარდი ევრო გამოუყოს, მიიღებს რაიმე ალტერნატიულ გადაწყვეტილებას, ეს ქვეყანას „გადარჩენის ზღვარზე დააყენებს ნულოვანი [ფინანსური] პროგნოზირებადობით მთელი წლის განმავლობაში“.

 

 ევროკავშირის შეუთანხმებლობა მხარდაჭერის პაკეტზე და უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას კიევი განიხილავს, როგორც „მთელი ევროკავშირის წარუმატებლობას“, თქვა სტეფანიშინამ.