img1


წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ აშშ და უკრაინა ახალ სტრატეგიას ეძებენ, რომელიც 2024 წელს უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს

წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ აშშ და უკრაინა ახალ სტრატეგიას ეძებენ, რომელიც 2024 წელს უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ახლა რუსეთს გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა, რაკეტა და ცოცხალი ძალა აქვს და ამასთან, ზრდის დრონების მარაგებს. ამერიკელი და უკრაინელი სამხედროები იმედოვნებენ, რომ ახალი სტრატეგიის დეტალებზე ჩამოყალიბებას იანვარში შეძლებენ, როდესაც გერმანიაში სამხედრო წვრთნები გაიმართება. 

 

„ფსონები გაიზარდა. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახალი სტრატეგიისა და დამატებითი დაფინანსების გარეშე უკრაინამ შეიძლება ომი წააგოს. თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ პუტინმა ფსონი სწორედ ამერიკული დახმარების შემცირებაზე დადო“, - წერს გამოცემა.