ირანის საელჩო: უსამართლობის წინააღმდეგ დგომა - თბილისელი ახალგაზრდების აქცია ღაზას მხარდასაჭერად
ერთი თვის წინ, ისრაელის რეჟიმის მიერ პალესტინელთა გენოციდის მოწყობის კვალდაკვალ, თბილისის ახალგაზრდობის ნაწილი, უდანაშაული პალესტინელთა სოლიდარობის ნიშნად გაერთიანდა. ისრაელის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის მიუხედავად, თბილისის ახალგაზრდობა, პალესტინელთა გენოციდის შეწყვეტის და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ქუჩაში გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირათა მანძილზე, მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება, ისრაელის სიკვდილის მანქანა თავის საზარელ საქმეს ისევ აგრძელებს. შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს რეზოლუციას, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ახლახან ვეტო დაადო, და, ამით, ფაქტობრივად ისრაელს მისცა პალესტინელთა გენოციდის გაგრძელების უფლება.
ვინაიდან ისრაელის ომი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოიყენა ამ ორგანიზაციის ქარტიის 99-ე მუხლი და უშიშროების საბჭოსგან მოითხოვა, წინ აღდგომოდნენ ისრაელის დანაშაულებრივ ქმედებებს. თუმცა, სამწუხაროდ, შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტას კიდევ ერთხელ ხელი შეუშალა.
ამ დანაშაულის მიმართ დასავლური ქვეყნების დუმილის ფონზე, გუშინ თბილისში მრავალმა ახალგაზრდამ გამოხატა პროტესტი. მათმა რაოდენობამ გადააჭარბა მათ ბოლო დემონსტრაციასაც კი, რაც სამართლიანობისა და მშვიდობისადმი ურყევი ერთგულების მაჩვენებელია.
დაე, ისმოდეს მათი ხმა! დაე, მსოფლიოში თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხმა მისწვდეს პალესტინას.
ყველა უნდა გავერთიანდეთ უსამართლობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ერთმანეთის გვერდში დგომით შეგვიძლია ბევრი რამ შევცვალოთ.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21