img1


ზეზვა ჩაქსელიანი: "ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან"

ჩვენ რომ მოჯადოებულ წრეში დავდივართ ამას ყველა შესანიშნავად ვხედავთ, არც ერთი მკვეთრი და პროდუქტიული ნაბიჯი არ გადადგმულა ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე.

და, რა გვიშილდა ამაში ხელს ?

აი ესეც ყველამ შესანიშნავად ვიცით, მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ჩვენი ეგრედწოდებული დასავლელი პარტნიორები გახლავთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღწეველ, გადაუჭრელ ამოცანად დარჩენილიყო.

 

კარგია ჟენევისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატი. 

ამ ფორმატებს. მათ თავიანთი ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 

საქართველო არ უნდა ჩაიკეტოს, მხოლოდ ამ ორ ფორმატში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ მოგვიტანს ოდნავ მაინც პოზიტივს და წინსვლას, რადგან დიდი ხანია, ქვეყანა უნდა მოემზადოს უფრო სერიოზული და ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის ამ საკითხში.

ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან.

სხვა თუ არაფერი ჩვენს უწმინდესს მაინც მოვუსმინოთ, რომელიც ჩატეხილი ხიდების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

წერს - ზეზვა ჩანქსელიანი