img1


ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ღაზას კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო უკმაყოფილება გამოთქვა

 ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ღაზას კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, გააკრიტიკა რუსეთისა და ირანის თანამშრომლობა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამასთანავე, ისრაელის პრემიერმა პუტინს რუსეთის მოქალაქეობის მქონე ებრაელის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

„როგორც გერმანია გაიწმინდა ნაცისტებისგან - არცერთი ნაცისტი არ არის ოფიციალურ ოფისებში, იგივე იქნება „ჰამასის“ შემთხვევაში. ისრაელი ვერ შეძლებს „ჰამასის“ ყველა წევრის აღმოფხვრას, მაგრამ მთავარია ხელმძღვანელობის სრული ლიკვიდაცია, კონტროლისა და ძალაუფლების უარყოფა“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ პუტინს.