თურქეთის ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი: ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში,
სადაც პატივს აღარ სცემენ ყველაზე ძირითად და მნიშვნელოვან წესებს. ეს მახსენებს ანტონიო გრამშის ძალიან ცნობილ ციტატას. მან თქვა: ”ძველი სამყარო კვდება. ახალი სამყარო იბრძვის დაბადებისთვის. ახლა მონსტრების დროა“. ძველი წესებზე დაფუძნებული სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩა. უმთავრეს წესებსაც კი აღარ სცემენ პატივის. შეხედეთ რა ხდება ღაზაში. შეხედეთ ზოგიერთი ქვეყნის პოზიციას. ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებაც კი არ შეუძლიათ. ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების გამბედაობაც კი არ ჰყოფნით. ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვაქვს ახალი მსოფლიო სისტემა. შემცვლელი ჯერ არ არის. იმის გამო, რომ ჰეგემონური ძალა, განვითარებადი ზესახელმწიფო და მრავალი სხვა მოთამაშე ცდილობს გაარკვიოს, როგორ ჩამოყალიბდება ეს ახალი სისტემა. და ეს ქმნის უამრავ გაურკვევლობას ბიზნესის კეთებაში, ისევე როგორც ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში.
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25
2026-05-25