img1


ისრაელმა გუშინ ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიასა და სამხრეთით მდებარე ხან იუნისზე იერიშები მიიტანა

ისრაელმა გუშინ ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიასა და სამხრეთით მდებარე ხან იუნისზე იერიშები მიიტანა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორის სიდიდით მეორე ქალაქის, ხან იუნისის, მაცხოვრებლებს ალ-მუვასის რაიონში გადასვლისკენ მოუწოდა. 

 

CNN-ის ინფორმაციით, ალ-მუვასის რაიონში, [სად გადასვლისკენაც მოუწოდა ისრაელმა ხან იუნისის მაცხოვრებლებს] მხოლოდ მცირე რაოდენობის შენობაა განთავსებული. გაურკვეველია, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ინფორმირებული ისრაელის თავდაცვის ძალების ინსტრუქციის შესახებ იმ ფონზე, როცა ღაზას სექტორის დიდ ნაწილში საკომუნიკაციო ქსელები და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის.