„ორბანის მთავრობა ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე,“ - ამის შესახებ ევროსაბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსულ პოზიციებზე. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. მისი მოსკოვთან და პუტინთან ურთიერთობები ორგანულია და არ ვფიქრობ, რომ ჩემს რწმენას საგრძნობლად შეუძლია მისი დამოკიდებულების ცვლილება.
დღეს ერთმანეთთან პოლიტიკურად ახლოს არ ვართ,” - განაცხადა ტუსკმა.
მისივე თქმით, უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებას პოლონეთისთვის 800 მილიონი ევროს გადაცემის საკითხზე, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის სანაცვლოდ უნდა მიიღოს.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21