– ისლამის ამერიკანიზაცია ვერ განხორციელდა, მით უმეტეს ამ რელიგიის ცენტრი- მექა უპყრიათ ამერიკელთა საიმედო მოკავშირეებს-ალ საუდების დინასტიას.დიდი დაფარული აზრია ამ მოვლენაში. თურქეთი ამერიკის მოკავშირეა მრავალი ათეული წელი, მაგრამ ისლამის ამერიკანიზება თურქეთში არ გამოვიდა. ერაყის უდაბნოებსა და ავღანეთის ხრიოკ ხევებში გაცამტვერდა პენტაგონის გენერლების თქმით, ყველა დროის საუკეთესო არმიის დიდება. ყველა დროის უძლიერესი იმპერია თავის დიდების აპოგეაში აღმოსავლეთის მიწაზე დამარცხდა.რაც ამერიკელებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაუვიდათ, ის ვერ გაუვიდათ აღმოსავლურ ქვეყნებში. მათ ეიმედებოდათ, რომ აღმოსავლეთშიც იგივე ჰუმანიტარულ ტექნოლოგიას გამოიყენებდნენ, შექმნიდნენ გავლენის აგენტებს და წლობით აყეფებდნენ დემოკრატიაზე. აღმოსავლეთი თავს საკმაოდ საიმედოდ იცავს და შეტევაზეც გადადის. დასავლეთის ოთხასწლიანი დომინაცია მსოფლიო პოლიტიკაში დასასრულს უახლოვდება. ევროპის მერმისი არის პროვინციად ყოფნა მსოფლიო პოლიტიკაში.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21