პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი დაემუქრა კონგრესმენებს, რომ
მათ ნათესავებს რუსებთან საბრძოლველად გაგზავნიან, თუ ისინი უკრაინას არ დაუჭერენ მხარს.
Fox-News-ის ყოფილმა წამყვანმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა თავის X ანგარიშზე დაწერა, რომ გუშინ წარმომადგენელთა პალატაში (აშშ კონგრესის ქვედა პალატაში) გამართულ ფარულ ბრიფინგზე პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი დაემუქრა კონგრესმენებს, რომ
მათ ბიძებს, ბიძაშვილებს, ძმებს და სხვა ამერიკელ ვაჟებს რუსებთან საბრძოლველად გაგზავნიდნენ, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ უკრაინის სამხედრო დახმარების მოთხოვნას. კარლსონმა თავის პოსტში განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ღიად ემუქრება ამერიკელებს უკრაინის გამო.
ბიზნესმენმა ილონ მასკმა კი განმარტა, მართალია თუ არა ეს.
რაზეც კარლსონმა დადებითად უპასუხა. მანამდე აშშ-ს მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ბაიდენმა,
ამერიკელებს განუცხადა, რომ თუ უკრაინა დამარცხდებოდა უკვე აშშ - ს არმიას მოუწევდა რუსეთთან დაპირისპირება.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21