ბაიდენის შვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება: „ჰანტერ ბაიდენს ბრალი წაუყენეს გადასახადებისგან თავის არიდების ცხრა მუხლით.
ამის შესახებ ნათქვამია კალიფორნიის ცენტრალური ოლქის რაიონული სასამართლოს ბაზაში მიღებულ საბრალდებო დასკვნაში.
„ბრალდებული ჩართული იყო ოთხწლიან სქემაში, რათა თავიდან აეცილებინა მინიმუმ 1.4 მილიონი აშშ დოლარი ფედერალური გადასახადებიდან, რომელიც მას ეკისრებოდა 2016-დან 2019 წლამდე საგადასახადო წლებში“, - ნათქვამია დოკუმენტში. აშშ-ის პრეზიდენტის შვილს ასევე ბრალად ედება ყალბი საგადასახადო დეკლარაციების დამზადება.
ჰანტერ ბაიდენს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21