img1


ზაზაჯანა ისე ენერგიულად გვპირდებოდა გამარჯვებას, მგონი, სისხლის სამართლის საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღებასაც დაუჩქარა ტემპი

ზაზაჯანა ისე ენერგიულად გვპირდებოდა გამარჯვებას, მგონი, სისხლის სამართლის საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღებასაც დაუჩქარა ტემპი. ახლა კი თაღლითობაში ბრალდებულ დებ ქაჯაიებს ახალი სერია შესთავაზა: „სტრასბურგში მოვიგებთ!“

 

ზაზაჯანა, სტრასბურგი ჯადოსნური სიტყვა ხომ არ გგონია — სამჯერ ახსენებ და საქმე ქრება? სანამ გამარჯვებას გამოაცხადებ, ჯერ ის მაინც ახსენი, რას ასაჩივრებ და რის საფუძველზე. მისამართის ცოდნა სამართლებრივი სტრატეგია ჯერ არ არის.

 

ამ დაპირებების შემხედვარეს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, კლიენტს საქმეზე ყველაზე სწრაფად მხოლოდ ჰონორარის საკითხს უგვარებს. გამარჯვება კი სულ გზაშია — ახლა უკვე სტრასბურგიდან მოდის.

 

ასეთი დაცვით მოწინააღმდეგეს რაღა დარჩენია? დაჯდეს და ადვოკატის მორიგ გამოსვლას დაელოდოს.