როგორ შეაფასებდით სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო კამპანიას? არის თუ არა ის თავისუფალი და დემოკრატიული?
— სამწუხაროდ, სომხეთში რეალური პოლიტიკა პრაქტიკულად აღარ არსებობს.
არ არსებობს იდეოლოგიები, არ ჩანს გამოკვეთილი პოლიტიკური პროგრამები და რაც ყველაზე მთავარია აღარ არიან პარტიები და ლიდერები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო მსხვერპლის გაღებისთვის მზად იქნებოდნენ.
ის, რაც დღეს სომხეთში „წინასაარჩევნო კამპანიის“ სახელით მიმდინარეობს, უფრო სიმღერისა და ცეკვის ღონისძიებას ჰგავს, ვიდრე ნამდვილ პოლიტიკურ ბრძოლას. ასეთ ვითარებაში საუბარი იმაზე, პროცესი თავისუფალია თუ არათავისუფალი, დემოკრატიული თუ არადემოკრატიული — უბრალოდ უადგილოა.
სოციალურ ქსელებში ვაკვირდებით, როგორ უპირისპირდებიან სომხეთის მოქალაქეები მოქმედ პრემიერ-მინისტრს. რა არის ხალხის ძირითადი პრეტენზიები ნიკოლ ფაშინიანის მიმართ ?
— მთავარი პრეტენზიები საკმაოდ ნათელია.
ფაშინიანი ხელისუფლებაში სერჟ სარგსიანის გუნდმა მოიყვანა. ომამდე ის თავს ულტრანაციონალისტ ლიდერად წარმოაჩენდა. მის რიტორიკაში მუდმივად ისმოდა ფრაზები:
„აზერბაიჯანს მიწის არც ერთი გოჯი“,
„არცახი სომხეთია და წერტილი“.
თუმცა ომის წაგების შემდეგ ის რადიკალურად შეიცვალა. ახლა უკვე „მშვიდობის მაცნედ“ გვევლინება და მუდმივად იმეორებს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია, ხოლო ადამიანები, რომლებიც იქ მსახურობდნენ, ოკუპანტები და ხულიგნები იყვნენ. ფაქტობრივად, მან თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარე დაიკავა.
ამასთან ერთად, ქვეყანაში კვლავ ყვავის უკვე ტრადიციად ქცეული კორუფცია.
როგორ შეაფასებდით ფაშინიანის მმართველობას მთლიანობაში და შეიძლება თუ არა მისი რეჟიმი შეფასდეს, როგორც განსხვავებული აზრის დევნისა და ჩახშობის რეჟიმი?
— ეს არის ყველაზე არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ოდესმე მართავდა სომხეთს.
უნდა გავიმეორო: ფაშინიანი პრემიერ-მინისტრი „ხავერდოვანი კლოუნადის“ შემდეგ გახდა. ეს არ ყოფილა რევოლუცია — ეს იყო ფალსიფიკაცია და ერთგვარი რეალითი-შოუ, სადაც ხალხი მხოლოდ მასობრივ დეკორაციას წარმოადგენდა.
გარდა ამისა, პრემიერად იგი არალეგიტიმური პრეზიდენტის — არმენ სარგსიანის ბრძანებით დაინიშნა.
რაც შეეხება განსხვავებულ აზრს — რა თქმა უნდა, მედიის დიდი ნაწილი ოლიგარქიული ჯგუფების ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის გავლენის ქვეშ იმყოფება. ნებისმიერი აზრი, რომელიც დაშვებულ ჩარჩოებს სცდება, სწრაფად იბლოკება და იდევნება.
უქმნიდა თუ არა რომელიმე მედია პრობლებს ლიბერალებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო და საერთოდ, რამდენად შესაძლებელია სომხეთში იყო თავისუფალი და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი?
— კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სომხეთის პოლიტიკურ ავანგარდში არც ლიბერალები არიან, არც სოციალისტები და არც ანარქისტები.
არსებობენ მხოლოდ ძალები, რომლებიც სხვადასხვა იარლიყის ქვეშ მოქმედებენ.
კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსობა შესაძლებელია, კრიტიკული ჟურნალისტობაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ძალიან რთულია.
როგორც ევტუშენკო წერდა:
„გალილეის თანატოლი მეცნიერი გალილეიზე სულელი არ იყო,
მანაც იცოდა, რომ დედამიწა ბრუნავს,
მაგრამ მას ოჯახი ჰყავდა.“
არტურ ამბარცუმიანი, ოპოზიციის წევრი
2026-05-12
2026-05-12
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-11
2026-05-10
2026-05-09
2026-05-09
2026-05-09