საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური როლი და მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავარი უპირატესობები გახლავთ მათი უნიკალური შესაძლებლობები ნავთობპროდუქტებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
საქონლის ტრანზიტისთვის აზიიდან ევროპაში, როგორც სახმელეთო დერეფნის გასწვრივ თურქეთისა და საბერძნეთის გავლით, ასევე კასპიისა და შავი ზღვების გავლით.
რეგიონი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სადაც იკვეთება საკომუნიკაციო და სავაჭრო გზები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ (ძველი აბრეშუმის გზა) და სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ.
რეგიონში ეკონომიკური განვითარების მთავარ შემაფერხებელი ფაქტორი კი ის კონფლექტები გახლავთ, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში წარმოიშვა.
სეპარატიზმის გაღვიძება საქართველოში და სმოხეთ - აზერბაიჯანული კონფლიქტი. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანონის აღდგენით გაიყინა. სამწუხაროდ ჩვენს შემთხევაში საკითხი ჯერკიდევ გადაუჭრელია, თუმცაღა მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს როლის მნიშვნელოვანი ზრად იმდენად იმედის მომცემად გამოიყურება, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა რაც მომავალში გარდაუვალ მოცემულობად მიმაჩნია, თუ რა თქმა უნდა არსებული საგარეო პოლიტიკის გადახედვას არ მოვახდენთ და უკან 30-წლიან მოჯადოვებულ წრეზე თავიდან არ შევბრუნდებით.
ამასთან ერთად სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტს სახით საშიშროება, როემლიც ნელიმოქმედების ნაღმის მსგავსად წამზომს ითვლის და ის შესაძლოა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში არარეგიონული აქტორების ჩარევის გზით, როგორიცაა აშშ, ნატო და ევროკავშირი, გადაიზარდოს ფართომაშტაბიან ომში.
ამასთან ერთად რეგიონის სახელმწიფოების მილიტარიზაცია ბუნებრივ შეშფოთებას იწვევს რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილი საფრთხეების გამოც და სამწუხაროდ ჯერ ამ მხრივ ყველაფერი არ დასრულებულა.
მიმდინარე რეგიონული კონფლიქტების შედეგად სამხრეთ კავკასიის რეგიონი ნაწილობრივ დაბლოკილია, რაც ასევე აფერხებს მის ეკონომიკურ განვითარებას. მაგალითად, გამოუყენებელი გვაქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სატრანსპორტო გზები.
ასევე არასტაბილური და რისკების მაღალი
ნიშნულია ლაჩინისა და ზანგეზურის სატრასპორტო კვანძებზეც.
გარდა ამისა ყარაბახის დარკარგვის და საფრანგეთის მხრიდან დაწყებული მილიტარიზაციით სომხეთი სირთულეებს განიცდის საგარეო ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, რადგან მისი სახმელეთო საზღვრები ღიაა მხოლოდ ირანთან და საქართველოსთან. თბილისი ასევე ზღუდავს თავისი ტერიტორიის გამოყენებას სომხეთიდან საქონლისა და მგზავრების ტრანზიტისთვის ბაქოსთან და ანკარასთან სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობების გამო. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია თურქეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო ინტერესების გათვალისწინება და სამივე დედაქალაქისთვის სასურველი თამაშის წესების დაცვა. აქ კი მთავარ დამნაშავედ დასავლური გავლენის ქვეშ მოქცეულ პაშინიანს მივიჩნევ, რომელიც ღიად და დაუფარავად დაადგა ზლენსკის გზას.
მოდით ეხლა განვიხილოთ ევროკავშირის რეალური ინტერესები სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში
2023 წლის 20 თებერვალს სომხეთში მუშაობა დაიწყო ევროკავშირის გრძელვადიანმა „სამოქალაქო მისიამ“. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, მისიის მთავარი მიზანია სომხეთის საზღვრისპირა რეგიონების მიმართ ნდობის გაზრდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა გახლავთ.
მისიის ხანგრძლივობა ორი წელია და მაში 100 სპეციალისტი იღებს მონაწილეობას.
თუმცა მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სომხეთში ევროკავშირის მისიი მუშაობა სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის რეგიონიდან განდევნის მცდელობა.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროპელი პოლიტიკოსები ტუყილში დაადანაშაულა, რადგან მათ არ მოახდინეს ოფიციალური ბაქოს ინფორმირება მიის მუშაობის დაწყების შესახებ. ალიევის თქმით, „დაირღვა შეთანხმება, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად გულდასაწყვეტია, რადგან სერიოზული ხალხი ვართ... თუ რამეზე შევთანხმდით, თუნდაც სიტყვიერად, მაშინ შეთანხმებები უნდა იყოს დაცული“. ალიევი აღნიშნავს ამ პროცესში საფრანგეთის როლს, რომელიც
რეგიონში თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ატარებს.
ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთი, ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში სომხეთის გავლით შემოსვლით თანმიმდევრულ პოლიტიკას. ეს გამოწვეულია იმით, რომ საფრანგეთი ამჟამად კარგავს გეოპოლიტიკურ პოზიციებს აფრიკაში. აფრიკის რიგმა ქვეყანამ უკვე თქვეს უარი პარიზთან თანამშრომლობაზე და იქედან ფრანგული კონტიგენტებიც უკვე გაყვანილია.
ადრე „ფრანგული აფრიკა“ საფრანგეთის გლობალური ჰეგემონიის გამოვლინება იყო.
მთელი კონტინენტის დაკარგვის შემდეგ, ფრანგები ცდილობენ დაიბრუნონ და შევიდნენ რეგიონში, სადაც, ზოგადად, ისინი არასოდეს ყოფილან.
დასავლეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა სომხეთში, გააფართოოს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები, დაეხმაროს სომხებს პრობლემების გადაჭრაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთიდან ევროპაში ენერგო რესურსების მიწოდების შემცირების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გააფართოვონ პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, კერძოდ აზერბაიჯანთან, რომელსაც შეუძლია ნაწილობრივ მაინც შეცვალოს რუსეთი გაზისა და ნავთობის მიწოდებაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციების (NPOs) და დასავლური მედიის მხარდაჭერით მოვიდა, რომლის საგარეო პოლიტიკაც სრულ აცდენაშია რუსეთის რეგიონულ ინტერესებთან.
ამასთან ერთად, ერევანში არის მსოფლიოში უდიდესი ამერიკის საელჩო.
ახლა ფაშინიანი ეტაპობრივად ახორციელებს სომხეთის რუსეთისგან გამოყოფის პოლიტიკას ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სასარგებლოდ. ეს ლოგიკურია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთი საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხებით არის დაკავებული.
აშშ-ისა და ნატოს ინტერესები სამხრეთ კავკასიაში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა გააქტიურდა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მიმართ.
დასავლეთი ამ რეგიონით დაინტერესებულია არა მხოლოდ ნავთობისა და გაზიზს მარაგებით და მათი მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებით არამედ აშშ-ის ინტერესები ამ რეგიონში ბევრად უფრო ფართოა.
სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ როლს ასრულებს არასტაბილურ „დიდ ახლო აღმოსავლეთთან“ სიახლოვის გამო, რომელიც ხასიათდება კონფლიქტებითა და ომებით. ვაშინგტონისთვის სამხრეთ კავკასია ასევე საინტერესოა, როგორც შესაძლო პლაცდარმი რეგიონში შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან, როგორიცაა რუსეთის, ირანის და ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
1979 წლის ისლამური რევოლუციის გამო განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ირანს და სამხრეთ კავკასია განიხილება, როგორც დიდი ახლო აღმოსავლეთის კონტროლისა და ე.წ. ირანის „მოთვინიერების“ ერთ-ერთ მთავარ რეგიონად. ასევე აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის ფაქტორის გათვალისწინება, რადგან აშშ-ს ესმის, რომ შესაძლებელია მოსკოვს დიდი უბედურება შეუქმნას ვითარების შერყევით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, რომლებსაც აქვთ ახლო ისტორიული, ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური და სხვა კავშირები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან.
რეგიონში ვაშინგტონის პოლიტიკა მოიცავს ორ მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროს - იდეოლოგიურ-პოლიტიკურ და სამხედრო-პოლიტიკურს. იდეოლოგიურ-პოლიტიკური მიმართულების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია დემოკრატიული რევოლუციის ექსპორტის სტრატეგია, რომელიც განხორციელდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ე.წ. ფერადი რევოლუციების დროს. თუმცა, ამ რევოლუციებიდან ბევრი იყო საგულდაგულოდ შენიღბული სახელმწიფო გადატრიალება.
სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით მთავარი აქცენტი ნატოს გაფართოებაზე კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ გაფართოება ხდება სტაბილურობის განმტკიცებისა და დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ღირებულებების გავრცელების ლოზუნგებით, სინამდვილეში ის მიზნად ისახავს ნატოს გავლენის გაფართოებას ბალკანეთის ქვეყნებსა და კავკასიაში. მიუხედავად თურქეთის წინააღმდეგობისა, ფინეთი და შვედეთი უკვე გახდნენ ნატოს დე ფაქტო ნაწილი.
ნატო-ევროკავშირის სამიტები, რომლებიც 2022 წლის დეკემბერში გაიმართა, ნატოს გაფართოებისადმი ერთგულების მტკიცებულებაა. უკრაინის გარდა, ბუქარესტში გამართულ შეხვედრას მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნატოსა და ევროკავშირის რიგებში ამ სახელმწიფოების მიღება ამ ორგანიზაციის უშუალო მიზანია. ნატოს გაფართოების შემდგომი პროცესი მიმართულია რუსეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი ევროპისა და კავკასიის ქვეყნებზე კონტროლის გასაძლიერებლად.
ამრიგად, სამხრეთ კავკასია დღეს არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რეგიონი, სადაც ერთმანეთს ეჯახება როგორც რეგიონული, ისე არარეგიონული სახელმწიფოების სტრატეგიული ინტერესები.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-05-06
2026-05-06
2026-05-06
2026-05-04
2026-05-03
2026-05-03
2026-05-03
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01